მოლარის ვაკანსია შპს ”ესპო”-ში
შპს "ესპო" აცხადებს ვაკანსიას მოლარის თანამდებობაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
• ნაღდი ფულის სალაროში მიღება და გაცემა დანიშნულებისამებრ;
• მყიდველთან (მომხმარებელთან) ფულადი ანგარიშსწორება საკონტროლო-საკასო აპარატის მეშვეობით;
• სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა;
• საკასო აპარატის წიგნის წარმოება მასში ნაღდი ფულის მიღების და გაცემის ოპერაციების ასახვით, და ყოველდღიური ნაშთის გამოყვანა;
• სალაროს პირველადი დოკუმენტების წარდგენა ბუღალტრისათვის;
• ყოველი დღის ბოლოს დღიური შემოსავლების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და ბუღალტრისათვის გადაცემა;
• ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ნაღდი ფულის ჩაბარება კომპანიის სალაროში;
• მომხმარებლისთვის ანგარიშ-ფაქტურის და სასაქონლო ზედნადების გამოწერა;
• მყიდველისთვის გადარიცხვის ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სალაროში მუშაობის გამოცდილება;
• ორგანიზებულობა;
• გუნდში მუშაობის უნარი;
• პრეზენტაბელურობა;
• შრომისმოყვარეობა.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 25 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11