მოლარის ვაკანსია "საქართველოს ლატარიის კომპანიაში"
შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის სერვის ცენტრის მოლარის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
• გაყიდვების ანგარიშგებების წარმოების უნარი;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
• უმაღლესი განათლება;
• მომხმარებლის მომსახურების ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
• სთავაზობს და მიყიდის მომხმარებელს კომპანიის პროდუქტებს;
• აწოდებს მომხმარებელს ყველა საჭირო ინფორმაციას ფსონების მიღების წესების, პროცედურების შესახებ, და პასუხობს ყველა დაკავშირებულ შეკითხვას;
• იღებს პროდუქტის საფასურს ნაღდი გადახდით ან ბარათით და ამუშავებს შესაბამისად;
• იღებს მომხმარებლისგან მომგებიან ბილეთებს და მოქმედებს კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
• ამოწმებს და ადასტურებს ბილეთების ნამდვილობას და ვალიდურობას;
• გასცემს მომგებიანი ბილეთების საპრიზო თანხას კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
• შეჰყავს ტრანზაქციები კომპიუტერულ სისტემაში;
• აბალანსებს თანხას ცვლის ბოლოს და ითვლის შესაბამისი ბრუნვის მოცულობას კომპიუტერისა და კალკულატორის გამოყენებით; აღმოაჩენს შეცდომებს, თუ დებიტი და კრედიტი არ ბალანსდება;
• ითვლის თანხას და ბილეთებს და ამზადებს სეიფში ან სხვა განსაზღვრულ ადგილას გადასატანად;
• აწესრიგებს ფულის კუპიურებს და მონეტებს ნომინალების შესაბამისად;
• მონაწილეობს კომპანიის პროდუქტების გაყიდვების წახალისების ღონისძიებებში;
• ხვდება კლიენტებს, უღიმის მათ და საჭიროების შემთხვევაში მიასწავლის შესაბამის სალაროსთან;
• იზიდავს ახალ კლიენტებს;
• ყურადღებით აკვირდება კლიენტებს ფსონის ცენტრში და საჭიროების შემთხვევაში აწვდის მათ დამატებით ინფორმაციას, მიასწავლის საინფორმაციო დაფასთან და ა.შ.;
• დოკუმენტურად აფიქსირებს კლიენტთა შეკითხვებს, საჩივრებს და კომენტარებს;
• წყვეტს პრობლემებს ან გადასცემს ინფორმაციას შესაბამის დეპარტამენტს;
• არიგებს სარეკლამო ლიფლეტებს;
• აკვირდება, რომ არასრულწლოვანმა ბავშვებმა არ შეიძინონ ბილეთები;
• სხვა დაკავშირებული საქმიანობები.
საჭირო საბუთები:
• CV - ფოტოსურათით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 5 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავების და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11.