ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მოლარის ვაკანსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს მოლარის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:
•    ბილეთებისა და სამუზეუმო პროდუქციის რეალიზაცია, აღწერა, ანგარიშგება და კონტროლი;
•    თვიური ფინანსური ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
•     დღის განმავლობაში რეალიზაციის შედეგად თანხის შესაბამის ბანკში შეტანა;
•    პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

კვალიფიკაცია:
•    უმაღლესი ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება (სასურველია);
•    სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
•    უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ენა ელემენტარულ დონეზე);
•    კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, ინტერნეტი.

პიროვნული უნარები:
•    მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები;
•    თავაზიანობა და კომუნიკაბელობა;
•    ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    დახმარებისათვის მუდმივი მზადყოფნა.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

საჭირო საბუთები:
•    CV ფოტოსურათით და სარეკომენდაციო წერილი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები