მოლარის შესასვლელი ბილეთების გამყიდველი
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს აქვს მოლარის (შესასვლელი ბილეთების გამყიდველი) ვაკანსია.
სამუშაო ადგილის მდებარეობა: ბოტანიკური ქ. 1.
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, 9 საათიდან 20 საათამდე (ცვლებში მუშაობის რეჟიმით).
შესასრულებელი ამოცანები:
• ბოტანიკურ ბაღში შემსვლელთათვის ბილეთების მიყიდვა,
• გაყიდული ბილეთების სწორი აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშგება ბოტანიკური ბაღის ბუღალტერიის წინაშე,
• დამთვალიერებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება:
• ბაღში ქცევის წესებისა და შეზღუდვების შესახებ,
• ექსკურსიების შესახებ,
• დამატებითი მომსახურების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება ან საბუღალტრო/ეკონომიკური განათლება,
• საოფისე პროგრამების ფლობა,
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა,
• პასუხისმგებლობის გრძნობა,
• კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: მისამართზე: erovnulibot.bagi@yahoo.com
• ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო დეტალების მითითებით და ფოტოსურათი 3x4,
• საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განთლების დიპლომის ან სერტიფიკატის ასლები,
• რეკომენდაცია წინა სამუშაო ადგილიდან.
დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2012 წლის 20 აგვისტოს 17.00 საათამდე.
შერჩევა ჩატარდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
გისურვებთ წარმატებას!