ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მოლარე-ოპერატორის ვაკანსია სს ბანკ ,,რესპუბლიკაში”

სს ბანკი ,,რესპუბლიკა", ჯგუფი ,,სოსიეტე ჟენერალი", აცხადებს ვაკანსიას სამტრედიის ფილიალში, მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
•    სწრაფი ფულადი გზავნილებისა და გადარიცხვების განხორციელება;
•    ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
•    ბარათების მომსახურება (თანხის გამოტანა, საბარათე ანგარიშზე თანხის შეტანა და სხვ.);
•    საბანკო გადარიცხვების (ადგილობრივი და საერთაშორისო) შესრულება და სამოგზაურო ჩეკების გაცემა;
•    ვალუტის გაცვლა.

მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში;
•    იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
•    ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
•    კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

უნარ-ჩვევები:
•    კომუნიკაბელურობა;
•    ადვილად ათვისების უნარი, დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    მოწესრიგებულობა;
•    პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა.   

განაცხაების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები