მოლარე ოპერატორის ვაკანსია სს ბანკ ,,რესპუბლიკაში”
სს ბანკი "რესპუბლიკა", ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" აცხადებს ვაკანსიას გორის ფილიალში სარეზერვო მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• სწრაფი ფულადი გზავნილების და გადარიცხვების განხორციელება;
• ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
• ბარათების მომსახურება (თანხის გამოტანა, საბარათე ანგარიშზე თანხის შეტანა და სხვ.);
• საბანკო გადარიცხვების (ადგილობრივი და საერთაშორისო) შესრულება და სამოგზაურო ჩეკების გაცემა;
• ვალუტის გაცვლა.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში;
• იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
უნარ-ჩვევები:
• კომუნიკაბელურობა;
• ადვილად ათვისების უნარი, დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მოწესრიგებულობა;
• პასუხისმგებლობის გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 26 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავების და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11