მოლარე-ოპერატორის ვაკანსია პროკრედიტ ბანკში
პროკრედიტ ბანკი, საქართველო აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ახალციხის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
• კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
• კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
• ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრული დაცვა;
• ყველა ოპერაციის ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, საბანკო, საფინანსო ან მონათესავე დარგებში);
• ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია სომხური ან რუსული ენების ცოდნა);
• სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა;
• ლოგიკური აზროვნება;
• კეთილგანწყობა; კლიენტთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სწრაფი ათვისების უნარი;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
• გუნდურობა;
• ასაკი: 21-დან 35 წლამდე.
საჭირო საბუთები:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• სამოტივაციო წერილი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2011 წლის 25 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.