მოლარე-ოპერატორის ვაკანსია კორ სტანდარტ ბანკის გორის ფილიალში
კორ სტანდარტ ბანკი აცხადებს მიღებას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე გორის ფილიალში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო ან საფინანსო საქმეში);
• საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
• ენები: ქართული; ინგლისური და რუსულის მცოდნეებს მიენიჭებათ უპირატესობა.
პიროვნული თვისებები:
• შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მაღალი ორგანიზაციული, კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• CV;
• ფოტოსურათი;
• დიპლომისა და სერთიფიკატის ასლები.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11