ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მოლარე-ოპერატორის თანამდებობა თიბისი ბანკში

თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის დროებითი თანამშრომლის პოზიციაზე.

ცენტრი: თბილისის ფილიალები

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური);
•    ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
•    საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
•    ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:
•    კლიენტების ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
•    კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
•    ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
•    ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება;
•    უნაღდო კონვერტაციების წარმოება;
•    გადარიცხვების, მათ შორის სწრაფი გადარიცხვების ოპერაციების წარმოება;
•    სწრაფი გზავნილების განაღდება;
•    კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
•    პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
•    საბანკო და სამგზავრო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.

პიროვნული თვისებები:
•    თავაზიანი;
•    დაკვირვებული;
•    სწრაფი;
•    პასუხისმგებლიანი;
•    გუნდური.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 11 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები