ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მოლარე ოპერატორის თანამდებობა "GO! Electronics"-ში

გიყვართ ტექნოლოგიები? ხართ ახალგაზრდა, მოტივირებული და კრეატიული? გინდათ იმუშაოთ მაღაზიაში და გაყიდოთ უმაღლესი დონის უახლესი ელექტრონული მოწყობილებები ისეთი მსოფლიო-ლიდერი მწარმოებლებისაგან, როგორიცაა: Apple, Canon, Dell, HP, Nikon და Samsung? ეს თქვენი შანსია!

"GO! Electronics"-ი ეძებს მოლარე-ოპერატორებს - "მეGOბრებს".

ხართ კვალიფიცირებული? გაეცანით ჩვენს მოთხოვნებს:

•    ინფორმაციული ტექნოლოგიების, მობილური ტელეფონების, ფოტო და აუდიო-ვიდეო აპარატურის ცოდნა;
•    კრეატიული, ყურადღებიანი, მეგობრული და კომუნიკაბელური;
•    შრომისმოყვარე, ამბიციური, გუნდური მოთამაშე;
•    ბრწყინვალედ მოსაუბრე ქართულად (რუსულის ცოდნა ჩაითვლება პლუსად);
•    თავისუფალი გრაფიკი (თანამშრომელს უნდა შეეძლოს მუშაობა როგორც დღის, ასევე საღამოს ცვლაში):
•    მოლარე-ოპერატორის მინიმუმ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება (პროგრამა "1C"-ის ცოდნა ჩაითვლება პლუსად).

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 10 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები