ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე

"Take away" (სწრაფი კვება, ყავა, გამაგრილებელი სასმელები), "MininMan" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე

 ძირითადი მოთხოვნები:

•    მანდილოსანი, 23-დან 35 წლამდე.
•    ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
•    სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
•    სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 აუცილებელი უნარები:

•    ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
•    პასუხისმგებლობის გრძნობა
•    პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა
•    შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი
•    აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი
•    მოსმენის უნარი
•    კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ
•    მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი
•    სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
•    სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
•    გაწონასწორებულობა

 მოვალეობები:
•    გაყიდვების განხორციელება
•    პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
•    მაღაზიაში პროდუქციის განლაგება
•    კონსულტაციის გაწევა
•    მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის

 წარმოსადგენი დოკუმენტები:

•    ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის შემთხვევაში დახასიათება.
•    სამოტივაციო წერილი.

მსურველებს გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: mininmancoffee@gmail.com 2012 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.

 ზაფხულის მანძილზე დროებითი სამუშაოს მაძიებლები არ შემოგვეხმიანონ.

ბანერები