ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მოლარე კონსულტანტის თანამდებობა სუპერმარკეტების ქსელ ’’სმარტ რითეილიში”

სუპერმარკეტების ქსელი "სმარტ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე გუდაურის მაღაზიისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    სასურველია მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
•    საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
•    სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
•    შრომისმოყვარეობა;
•    ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    კომუნიკაბელურობა.

შესასრულებელი ამოცანები:
•    განახორციელოს ანგარიშსწორების ყველა შესაძლო ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა;
•    უზრუნველყოს ხარისხიანი, სწრაფი და სრული მომსახურება;
•    უზრუნველყოს სალაროს ზონის შევსება პროდუქციით.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 10 თებერვალი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები