ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მოლარე-ბუღალტერის ვაკანსია მაღაზია "iPhone+"-ში

მაღაზია "iPhone+" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერი-მოლარის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    ბუღალტერიის ცოდნა შესაბამისი გამოცდილებით;
•    კარგი მათემატიკური უნარი;
•    უმაღლესი განათლება ინფორმატიკული განხრით;
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ყურადღება გაამახვილეთ: სასაუბრო დონეზე და არა მხოლოდ მისალმება და მადლობა);
•    არამწეველი;
•    აუცილებელია სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი და სარეკომენდაციო წერილი წინა სამსახურიდან, წამოსვლის მიზეზის დასახელებით;
•     ასაკი: 19-29 წელი.

თანამდებობა ითვალისწინებს 1 თვიან სტაჟირებას.
ანაზღაურება: დღეში მოჭრილი 10 ლარი, პლუს ბონუსები 7-15 ლარი, საშუალოდ 20 ლარი დღეში.
სამუშაო გრაფიკი: დილის 10 საათიდან საღამოს 9 სააათამდე. დღეში 30 წუთი შესვენება. კვირაში 1 დღე დასვენება.

აუცილებელია CV თავად წარმოადგინოთ ადგილზე. CV უნდა იყოს სრული განმარტებებით, ერთი ფოტოსურათით და წინა სამუშაო ადგილიდან რეკომენდაციის წერილით. არ მიიღება სხვისი მოტანილი CV-ები, ასევე CV-ები ფოტოსურათის გარეშე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 8 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები