მიმტანისა და მზარეულის ვაკანსია რესტორან "მარჯანოვ-ექსპრესი"-ში
რესტორანი "მარჯანოვ-ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:
1. მიმტანი
მოთხოვნები:
• შესაბამის საკვალიფიკაციო კურსებსა და თრეინინგებში მონაწილეობა;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
• რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიულობა, ენთუზიაზმი.
მოვალეობები:
• კერძო და კორპორატიული კლიენტების, სტუმრების მომსახურება;
• კერძებისა და სასმელის გაყიდვა;
• ძირითადი და სასმელების მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
• სტუმართან მისატანი კერძის კონტროლი და პრეზენტაციაზე პასუხისმგებლობა;
• ჭურჭლის აღრიცხვიანობა და კონტროლი.
2. მზარეული
მოთხოვნები:
• მზარეულის საკვალიფიკაციო კურსებსა და თრეინინგებში მონაწილეობა;
• ევროპული სამზარეულოს კერძების ცოდნა;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• წარმოების დაგეგმვის და ტექნოლოგიის ცოდნა;
• კრეატიულობა, როგორც კერძის შექმნის, ასევე მისი პრეზენტაციის (გაფორმების) კუთხით;
• კარგი ორგანიზატორული ნიჭი და ლიდერობის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
• დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით კერძების მომზადება;
• სტანდარტული, დღის, სეზონური ან სპეციალური მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება;
• კერძის მომზადება დადგენილი კალკულაციების მიხედვით; გადახარჯვის შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება;
• სამზარეულოს მარაგების კონტროლი და სამზარეულოს საწყობზე პასუხისმგებლობის განხორციელება;
• მომზადებული კერძების ხარისხზე, გემოსა და სანიტარულ ნორმებზე პასუხისმგებლობის განხორციელება;
• შეფ-მზარეულის ან მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსი მზარეულის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.