ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მიმტანის ვაკანსია ”m|group”-ში

"სასტუმროების და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" სამუშაოდ იწვევს დამწყებ და გამოცდილ მიმტანებს.

დღეისათვის, ჯგუფი აერთიანებს 23 წარმატებულ პროექტს, სადაც დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი. როგორც დამსაქმებელი, "მ|ჯგუფი" გთავაზობთ ანაზღაურების კონკურენტუნარიან პაკეტს, რომელიც შედგება ცვლადი, ფიქსირებული და არა მატერიალური კომპონენტებისგან.

მოთხოვნები:
•    სასურველია უმაღლესი კლასის რესტორანში მუშაობის გამოცდილება;
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
•    სასიამოვნო გარეგნობა;
•    თავაზიანი მომსახურების უნარ-ჩვევები;
•    სტუმრებთან კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
•    ასაკი: 21-25 წ.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 23 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები