მიმღები ოპერატორის ვაკანსია "ტიფლის სითი"-ში
"ტიფლის სითი" ("ჯი-აი-ჯი ჯგუფი") აცხადებს ვაკანსიას მიმღები ოპერატორის თანამდებობაზე.
კონტრაქტის ხანგრძლივობა: ერთი წელი (გამოსაცდელი ვადა 3 თვე).
კომპანიის შესახებ:
"ტიფლის სითი"-ს ძირითადი საქმიანობის სფეროებია: დეველოპმენტი, უძრავი ქონების მართვა, რეკონსტრუქცია და მშენებლობის მენეჯმენტი.
ფუნქციები და მოვალეობები:
• კომპანიის სტუმრების მიღება და მათი შესაბამისი კოორდინირება;
• სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
• შემოსული წერილების/გზავნილების დახარისხება და ადრესატისთვის მიწოდება;
• დოკუმენტების ასლების გადაღება, ელექტრონული დოკუმენტაციის მომზადება;
• უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საჭირო კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები:
• უმაღლესი განათლება;
• მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
• რუსული და ინგლისური ენების კარგ დონეზე ფლობა;
• Microsoft Office-ის პროგრამების, Word-ის და Excel-ის სამუშაო დონეზე ფლობა;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა;
• სტრესული სიტუაციების მართვა;
• პუნქტუალურობა;
• ასაკი: 25-32 წელი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 14 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.