მერჩენდაიზერის ვაკანსია შპს "ბარამბოში’’
შპს "ბარამბო" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• არსებულ ობიექტებში პოზიციების მოპოვება, განმტკიცება;
• თითოეულ სავაჭრო ობიექტში პროდუქციის პრეზენტაცია, წამახალისებელი აქციის პირობების გაცნობა (კომპანიაში დადგენილი წესის მიხედვით), შემდგომი კონტროლი;
• ყველა სავაჭრო ობიექტში P.O.S.M. მასალის გაკვრა.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაბელურობა;
• ენერგიულობა;
• დარწმუნების უნარი.
სამუშაო პირობები:
• თანამდებობრივი წინსვლა;
• ანაზღაურება 500 ლარიდან;
• მეგობრული კოლექტივი.
საჭირო საბუთები:
• CV ფოტოსურათით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 5 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.