მენეჯერის ვაკანსია ყვავილების სალონში "ფიორი"
ყვავილების სალონი "ფიორი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
სამუშაოს აღწერილობა/მოვალეობები: კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა, პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა.
აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:
• უმაღლესი განათლება;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
• კარგი პრეზენტაციის უნარი;
• ორიენტაცია გაყიდვების მუდმივ ზრდაზე;
• გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
პრიორიტეტი მიენიჭება ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად.
პირველი თვე არის გამოსაცდელი და შესაბამისად, ანაზღაურება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.