მენეჯერის ვაკანსია თანამედროვე სუპერმარკეტში
თანამედროვე სუპერმარკეტი აცხადებს მენეჯერის ვაკანსიას .
მოვალეობები:
• სუპერმარკეტის მართვა-მონიტორინგი და კონტროლი;
• ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების მოგვარება;
• პერსონალის დაქირავება, ტრენინგი, მოტივაციის ამაღლება;
• ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრისა და სერვისის ამაღლების მიზნით მიზნობრივი ბაზრის მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
• გაყიდვების გაზრდის მიზნით ყოველკვირეული რეკომენდაციების შემუშავება;
• მარკეტინგული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
• ფინანსური მხარე - თანხის გაცემა, გადარიცხვები, ხელფასების გაცემა;
• დროის მენეჯმენტის სწორი განსაზღვრა და შესასრულებელი სამუშაოების წინასწარ დაგეგმვა;
• ყოველთვიური ხარჯთაღრიცხვის წიგნაკის წარმოება;
• კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესამაბისად მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის კონტროლი;
• გარეგნული იერის და ქცევის წესების დაცვის კონტროლი, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
• თანამშრომლებისათვის პროდუქციის ცოდნის დონის ამაღლების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში;
• მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.
მოთხოვნები:
• სუპერმარკეტში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
• უმაღლესი განათლება;
• საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• სასურველია სარიშვილის პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
• ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მიზანმიმართული, მოტივირებული, მოწესრიგებული;
• სამუშაოთა დაგეგმვის და მათი განხორციელების ორგანიზაციის უნარი;
• ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი;
• კონფლიქტურ და კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ენერგიულობა;
• კომუნიკაბელურობა.
სამუშაო საათები: 9:30- 21:30.
დასვენება: კვირა.
ანაზღაურება: 700 ლარი.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
2011 წელი