ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მენეჯერის ვაკანსია შპს "Entree"-ში

ფრანგული შპს "Entree" აცხადებს მიღებას მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

მოვალეობები:
•    პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
•    სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა განვითარების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
•    მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
•    მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
•    სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატიური აღრიცხვა;
•    კაფეში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
•    კაფეს პერსონალის მართვა;
•    სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.

მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს/ეკონომიკური განათლება);
•     სასურველია იგივე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
•    ქართული, რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
•     ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
•     დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
•    კარგი კომუნიკაციის უნარი;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    ლიდერის უნარ-ჩვევები;
•    სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
•    გუნდური მუშაობის უნარი.

საჭირო საბუთები:
•    CV - ფოტოსურათით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 5 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები