ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მენეჯერის ვაკანსია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაში

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ასოციაცია აცხადებს ღია კონკურსს მენეჯერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
•    უმაღლესი განათლება;
•    პროექტების მართვის გამოცდილება;
•    ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
•    კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•    ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
•    პუნქტუალობა;
•    შრომისმოყვარეობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები