ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მენეჯერის ასისტენტის ვაკანსია

საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია "IBS" (ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები) აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

 უშუალო ხელმძღვანელი: ოფის-მენეჯერი
 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
 სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 09:00 - 18:00
 გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა: 2 თვე
 ანაზღაურება: ფიქსირებული

 ფუნქცია-მოვალეობები:


 ** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში;
 ** ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების უზრუნველყოფა;
 ** სხვადასხვა დოკუმენტაციის დაქსეროქსება/დასკანერება;
 ** შეხვედრებისთვის ოთახის დაჯავშნა;
 ** ელექტრონული მეილების წერა/თარგმნა;
 ** დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, კომერციული წინადადება, ტექნიკური დავალება, სასწავლო ლიტერატურა) თარგმნა რუსულ/ინგლისურ ენაზე;
 ** თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ჟურნალის წარმოება;
 ** სხვა დაკავშირებული ამოცანები.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 ** უმაღლესი განათლება;
 ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
 ** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო);
 ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, Word, Power Point).

 დამატებითი მოთხოვნები:


 ** კომუნიკაბელურობა;
 ** ორგანიზებულობა;
 ** გუნდში მუშაობის უნარი;
 ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 ** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 20 აპრილი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები