მებაღე-დარაჯის ვაკანსია
"პირველი ნაბიჯი საქართველო" ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე. ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას მებაღე-დარაჯის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობანი:
• 24 საათის განმავლობაში ბავშვთა სოფლის ტერიტორიის ზედამხედველობა (მორიგეობა 3 დღეში ერთხელ);
• შენობა-ნაგებობების, აღსაზრდელების და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა;
• ბავშვთა სოფლის ტერიტორიის დასუფთავება;
• მიწის სამუშაოების შესრულება;
• გამწვანება (ნარგავების მოვლა);
• გაზოოპერატორის ფუნქციის შესრულება.
მოთხოვნები:
• მებაღედ და დარაჯად მუშაობის გამოცდილება;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.