მძღოლის ვაკანსია კომპანია "თბილღვინოში”
კომპანია "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ავტომანქანის მართვა და მოვლა;
• ავტომობილის სამუშაო კონდიციის შენარჩუნება, სისუფთავის დაცვა;
• დისტრიბუტორთან ჯგუფური მუშაობის უნარი;
• სარეალიზაციო პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა-გადმოტვირთვა;
• საწვავის ხარჯის აღრიცხვა.
მოთხოვნები:
• ასაკი: 25-დან 35 წლამდე;
• ავტომობილის მართვის B კატეგორია;
• ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი;
• მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
• სასურველია 2-წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
• პუნქტუალობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ფიქსირებული ხელფასი: 330 ლარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.