ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მდივნის თანამდებობა კომპანია ჯეოსტარში

კომპანია "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას მდივნის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

•    გენერალური დირექტორის დავალებით საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპანიის კლიენტებსა და მომწოდებლებთან;
•    თარგმანის უზრუნველყოფა ინგლისურიდან და/ან რუსულიდან ქართულ ენაზე და პირიქით, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
•    გენერალურ დირექტორთან თანამშრომელთა შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
•    უცხოელი სტუმრების დახვედრის ორგანიზება;
•    სატელეფონო ზარებზე პასუხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
•    უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში;
•    MS Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
•    უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა სავალდებულოა.

დამატებითი მოთხოვნები:

•    ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
•    ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
•    დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
•    მაღალი მოტივაცია;
•    სასიამოვნო გარეგნობის გოგონები 25 წლიდან.

ანაზღაურება 700 ლარი.

რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 31 მარტი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები