ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

კონკურსზე დაიშვებიან 21-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედობაუნარიანი მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ქვემოთ მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

•    აკრედიტებული  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის, გარემოს მენეჯმენტის, ენვირონიკის, გარემოს დაცვის დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან/და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა სფეროში'
•    ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა'
•    მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება'
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
•    საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ;
•    საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
•    საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ;
•    საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ;
•    საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ;
•    საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის #77დადგენილება ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
•    ოფიციალური ელექტრონული ფოსტითა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსულ კორესპონდენცის განხილვა და პასუხების მომზადება
•    საერთაშორისო კორესპონდენცის განხილვა-გაანალიზება და პასუხების მოზადება
•    მდგრადი განვითარების თემაატიკასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობა და პროექტების განხორციელების კოორდინირება
•    მდგრადი განვითარების თემატიკასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა
•    ადგილობრივ და უცხოელ ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან შეხვედრების ორგანიზება
თანამდებობრივი სარგო 950 ლარი
კონკურსანტთა შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად: ტესტირება და გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს 2012 წლის 27 ივნისიდან 2012 წლის 7 ივლისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე:
konkursi@economy.ge  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები