მცირე შესყიდვებისა და ავტოპარკის მენეჯერი
შპს "ჰიპ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მცირე შესყიდვებისა და ავტოპარკის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია: წვრილმანი შესყიდვები; საოფისე და გარე საქმიანობის შესრულება; კომპანიის მანქანების სერვისით უზრუნველყოფა და პერმანენტული კონტროლი.
სავალდებულო მოთხოვნები:
• განათლება: უმაღლესი
• აღნიშნულ სფეროში სათანადო გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
• წვრილმანი და საშუალო შესყიდვების პროცესის მართვა;
• ხარჯთაღრიცხვების და ალტერნატიული პროდუქტების მონაცემების შედგენა/შემოწმება;
• შესაძენი მასალების ხარისხის და მათი საბაზრო ფასების ცოდნა;
• სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული ფასების ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook;
• პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, ლოგიკური აზროვნება, მოქნილობა;
• შესრულების სიზუსტე, აკურატულობა, სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
• ყურადღება დეტალების მიმართ, ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
• სამუშაო დროის ეფექტურად დაგეგმვის და გამოყენების უნარი;
• რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
• ასაკი: 23-დან 33 წლამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@hipp.ge 2012 წლის 28 ივლისამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.