ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მცირე სესხების ექსპერტის ვაკანსია

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მცირე სესხების ექსპერტის თანამდებობაზე თბილისის ფილიალებისთვის.

"პრორედიტ ბანკი" ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებაზე და სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ის მიეკუთვნება პროკრედიტის ჯგუფს, რომელიც შედგება პროკრედიტ ჰოლდინგისა და 22 მიკრო საფინანსო ბანკისაგან და მსოფლიოს 3 კონტინენტზეა წარმოდგენილი.

მოვალეობები/მოთხოვნები:

მცირე სესხების ექსპერტი სპეციალიზდება 20 000-აშშ დოლარიდან 150 000 აშშ დოლარამდე სესხებზე. მას ევალება პოტენციური მსესხებლის მოძიება, განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, სესხის გაცემა, სესხის დაფარვის პროცესის უზრუნველყოფა და პრობლემური სესხების მონიტორინგი.

კვალიფიკაცია/აუცილებელი ცოდნა:

• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო სფეროში;

• ბანკში, ფინანსურ დაწესებულებაში ან მსხვილ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

• ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებისა და ფინანსების ცოდნა;

• ქართული და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

• სწრაფვა ცოდნის გაღრმავებისა და გაუმჯობესებისაკენ;

• ანალიტიკური აზროვნება;

• კარგი კომუნიკაციის უნარი;

• გუნდური მუშაობის უნარი;

• სტრესულ სიტუაციაში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "Small Loan Expert" და შევსებული სააპლიკაციო ფორმა (http://www.gjobs.ge/doc/form7/oct122009.doc)

შემდეგ მისამართზე: პროკრედიტ ბანკი, საქართველო, სათაო ოფისი, აღმაშენებლის გამზირი №154, 0122 თბილისი ან გააგზავნონ დოკუმენტები

შემდეგ მისამართზე: career@procreditbank.ge ელექტრონული წერილის თემის გრაფაში და გადმოგზავნილ რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Small Loan Expert". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2009 წლის 31 ოქტომბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კადრებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები