მათემატიკის მასწავლებელის ვაკანსია ბრიტანულ-ქართული აკადემიაში
ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას. აღნიშნული პოზიცია არის სრულ-განაკვეთიანი და იწყება 2010 წლის აგვისტოდან.
სამუშაოს აღწერა:
• მათემატიკის სწავლება საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში;
• სადამრიგებლო კლასის ხელმძღვანელობა;
• აკადემიური წლის და ტრიმესტრების სასწავლო გეგმის, გაკვეთილებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა;
• პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება;
• მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგისა და შეფასების დაგეგმვა და განხორციელება;
• მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
• კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვა და მონაწილეობა;
• პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა და სხვა.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
• უმაღლესი განათლება მათემატიკაში;
• სკოლაში სწავლების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
• სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
• კარგი ორგანიზაციული უნარები და დისციპლინა;
• შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
• თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
• შემოქმედებითობა და ინოვაციურობა;
• კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, ინტერნეტი;
• ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 9 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.