ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მათემატიკის მასწავლებელის ვაკანსია ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერა:
•    დაწყებითი კლასებისათვის მათემატიკის სწავლება;
•    სადამრიგებლო კლასის ხელმძღვანელობა;
•    აკადემიური წლის და ტრიმესტრების სასწავლო გეგმის, გაკვეთილებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა;
•    პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება;
•    მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგისა და შეფასების დაგეგმვა და განხორციელება;
•    მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
•    კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვა და მონაწილეობა;
•    პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა და სხვა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
•    უმაღლესი განათლება დაწყებითი კლასების პედაგოგიკაში ან მათემატიკაში;
•    დაწყებით სკოლაში სწავლების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
•    დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლების ექსპერტიზა;
•     სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
•    კარგი ორგანიზაციული უნარები და დისციპლინა;
•    შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
•    თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
•    შემოქმედებითობა და ინოვაციურობა;
•    კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, ინტერნეტი;
•    ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ივნისი.

ბანერები