მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსია შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის სპეციალობით;
• მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
• ადგილობრივი ბაზრის ცოდნა;
• Power Point პრეზენტაციების კეთების უნარი;
• გამოცდილება ორგანიზაციის ბრენდინგში;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• რეპრეზენტატიულობა;
• შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
• საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 26 მარტი 18 საათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.