მარკეტინგის სამსახურის უფროსი
მარკეტინგის სამსახურის უფროსი
• დამსაქმებელი: აღსრულების ეროვნული ბიურო
• განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2012/08/24
• სარგო: 2500 ლარი
• ადგილების რაოდენობა: 1
• სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
• სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
• გამოსაცდელი ვადა: 3 კვირა
სამუშაოს აღწერა
მარკეტინგის სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციულ მიზნებთან დაკავშირებული მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე და უზრუნველყოფს შემდეგ სამუშაოებს:
-არსებული სერვისებისა და სამუშაო პროცესების შესახებ ინფორმაციის შეკრება და მარკეტინგული მიმართულებით დამუშავება;
- ახალი სერვისების შექმნის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
- არსებული და ახალი სერვისების რეკლამირების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
-ორგანიზაციის მომხმარებელთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზება და სერვისების გაცნობა;
-მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი და სერვისების შესაბამისი მიმართულებით განვითარების გეგმის დასახვა/განხორციელება;
-მომხმარებლის მოზიდვის მიზნით შესაბამისი აქტივობების ინიცირება/დაგეგმვა;
-პოტენციური მომხმარებლების მოძიება და სერვისების შეთავაზება;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება;
-მომზადებული ანგარიშგების საფუძველზე, სერვისების მოხმარების პროგნოზირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.
მოთხოვნები
• საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი
• სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
• სასურველი სპეციალობა: ბიზნესისა და მარკეტინგის მენეჯერი
ენები
ენა წერითი უნარები მეტყველება
English დამაკმაყოფილებელი კარგი
საკონტაქტო ინფორმაცია
• საკონტაქტო მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის მე-10 კილომეტრი
• საკონტაქტო ტელეფონები: 2721118
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.