ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია შპს "დემასი"-ში

შპს "დემასი", სანიტარული ტექნიკისა და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტიორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.   

სამსახურებრივი ვალდებულებები:
•    მოკლე და გრძელვადიანი მარკეტინგული და PR სტრატეგიის შემუშავება;
•    აღნიშნულ სექტორში მარკეტინგული კვლევის წარმოება (ბაზრის შესწავლა);
•    სარეკლამო და PR კამპანიის წარმოების სქემის შემუშავება (ტელევიზია, რადიო, ბეჭდვითი მედია, გარე რეკლამა, პრომო აქციები);
•    საზოგადოებასთან ურთიერთობა.
განათლება და სამსახურებრივი გამოცდილება:
•    უმაღლესი განათლება შესაბამისი კვალიფიკაციით: PR, მარკეტინგი და მენეჯმენტი (MBA კვალიფიკაცია პრიორიტეტულია);
•    ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, ინგლისური სრულყოფილად, რუსული სრულყოფილად;
•    სამსახურებრივი გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი.

უნარები:
•    კომუნიკაბელურობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    სასურველი ასაკი: 25-დან 35 წლამდე.

ანაზღაურება: 1,500 ლარი (დარიცხული), ანაზღაურების მზარდი პერსპექტივით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 22 დეკემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები