მარკეტინგის ჯგუფის თანამშრომლის ვაკანსია კომპანია რიკო ექსპრესში
შპს მისო "რიკო ექსპრესს" ესაჭიროება მარკეტინგის ჯგუფის თანამშრომლები.
მოვალეობები:
• კომპანიის სერვის ცენტრებში კლიენტებისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქციის შესახებ;
• კლიენტების მოზიდვა;
• გარე აქციებში მონაწილეობა და პროდუქციის რეკლამირება (სარეკლამო ბუკლეტების დარიგება).
უნარ-ჩვევები:
• კომუნიკაბელურობა;
• პუნქტუალურობა;
• საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება.
საწყისი ანაზღაურება: 350 ლარი ხელზე.
რეზიუმეების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 21 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.