მაღაზიის მენეჯერის ვაკანსია ს/ს ,,პოპულში”
ს/ს "პოპულის" სუპერმარკეტების ქსელი აცხადებს თანამშრომელთა მიღებას გორში მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
მაღაზიის მენეჯერი უზრუნველყოფს დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებას, ახორციელებს საცალო ვაჭრობის მართვას, რაც გამოიხატება გაყიდვების ოდენობისა და მუდმივი მომხმარებლის რაოდენობაში; არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.
მოვალეობები:
• მაღაზიის მართვა;
• პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
• სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა განვითარების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
• მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
• მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
• სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
• მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
• მაღაზიის პერსონალის მართვა;
• სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება; (სასურველია ბიზნეს/ეკონომიკური განათლება);
• საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
• ქართული და რუსული ენების (წერა, საუბარი) თავისუფლად ფლობა;
• ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
• დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ლიდერის უნარ-ჩვევები;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
საჭირო საბუთები:
• CV;
• სამოტივაციო წერილი;
• ფოტოსურათი 3x4.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 25 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.