ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მაღაზიის მენეჯერის ვაკანსია სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ში

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.

მოვალეობები:
•    მაღაზიაში საქონლის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განთავსების ორგანიზება; დახლზე პროდუქციის სწორად და ეფექტურად განლაგება;
•    მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის ადგილზე დროული და სრულყოფილი წარმოდგენის ორგანიზება;
•    პროდუქციის მარაგების მონიტორინგი და მათი გამოლევის ან კრიტიკული მინიმუმის ზღვარზე დასვლისას უშუალო ხელმძღვანელისათვის შეტყობინება;
•    მაღაზიაში სასაქონლო მარაგების და ასორტიმენტის ეფექტური განაწილების ორგანიზება;
•    კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის კონტროლი;
•    კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარეგნული იერის და ქცევის წესების დაცვის კონტროლი;
•    საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებისათვის პროდუქციის ცოდნის დონის ამაღლების ორგანიზება;
•    მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკურ დარგში;
•    მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
•    სასურველია შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
•    Excel-ში მუშაობის გამოცდილება;
•    დეტალების მიმართ დაკვირვებულობა;
•    სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

პიროვნული თვისებები:
•    დეტალებზე ორიენტირებული;
•    გადაწყვეტილების მიღების უნარი;
•    პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 9 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები