მაღაზიის კონსულტანტის ვაკანსია შპს-ში "დი და ჯი"
შპს "დი და ჯი" - " დანიური სახლი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.
მოვალეობა:
• მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად შესწავლა;
• კომუნიკაცია მყიდველებთან;
• მომხმარებლისთვის პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
• პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;
• თაროებზე პროდუქციის განლაგება მაღაზიის სტანდარტების მიხედვით;
• პროდუქციის დახარისხებაში, მარკირებასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
• სხვა ვალდებულებები, განსაზღვრული მაღაზიის მენეჯერის მიერ.
მოთხოვნები:
• მინიმუმ 1- წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
• კომუნიკაბელურობა;
• ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
• სასურველია უცხო ენის ცოდნა;
• ასაკი და სქესი: სასიამოვნო გარეგნობის, 18-დან 35 წლამდე ქალბატონი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 27 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.