ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მაღაზია "პრენატალი" აცხადებს ვაკანსიებს

მაღაზია "პრენატალი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. მაღაზიის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    ინგლისური ენის ცოდნა;
•    კარგი კომუნიკაციის უნარი;
•    გაყიდვების ორგანიზების გამოცდილება;
•    დამკვეთებთან მოლაპარაკების გამოცდილება;
•    საბუთებთან მუშაობის ცოდნა;
•    მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება;
•    შესაბამის პოზიციაზე 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია, თუ ასევე წარმოადგენთ სარეკომენდაციო წერილს წინა სამსახურიდან).

ძირითადი მოვალეობები:
•    მაღაზიის გამართულად მუშაობის ორგანიზება
•    თანამშრომლების ზედამხედველობა, კონტროლი
•    მაღაზიის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
•    მაღაზიის თანხების მოძრაობის კონტროლი
•    ინვენტარიზაციის წარმოება
•    სხვა ვალდებულებები საქმიანობის მიხედვით

2. კონსულტანტი

ძირითადი მოთხოვნები:

•    კომუნიკაბელური და ყურადღებიანი
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; მობილიზებული
•    მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება
•    კეთილგანწყობა მომხმარებლისა და მისი პრობლემის მიმართ
•    ინგლისური ენის ცოდნა
•    გამართული მეტყველება
•    სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე (სასურველია, თუ ასევე წარმოადგენთ სარეკომენდაციო წერილს წინა სამსახურიდან).

ძირითადი მოვალეობები:

•    დახმარება მომხმარებელის გადაწყვეტილების მიღებაში
•    მაღაზიის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
•    მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
•    მაღაზიის მენეჯერის დახმარება საწყობის ინვენტარიზაციის დროს
•    პროდუქციის დალაგება თაროებზე მაღაზიისათვის შესაბამისი სტილის დაცვით.

3. კონსულტანტი-მოლარე

ძირითადი მოთხოვნები:
•    კომუნიკაბელური და ყურადღებიანი
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მობილიზებული
•    მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება
•    უმაღლესი განათლება
•    ინგლისური ენის ცოდნა
•    გამართული მეტყველება
•    სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე (სასურველია, თუ ასევე წარმოადგენთ სარეკომენდაციო წერილს წინა სამსახურიდან).

ძირითადი მოვალეობები:

•    მომხმარებლის სწრაფი და ეფექტური მომსახურება
•    სალაროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
•    ნაღდი და უნაღდო საკასო ოპერაციების წარმოება
•    ანგარიშგების წარმოება (რეპორტინგი)
•    მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
•    პროდუქციის დალაგება თაროებზე, მაღაზიისათვის შესაბამისი სტილის დაცვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: mail@prenatal.com.ge 2012 წლის 10 აგვისტომდე. გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ბანერები