ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ლევან ბერძენიშვილის სახელოსნო

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" გაძლევთ შესაძლებლობას, დაესწროთ ლევან ბერძენიშვილის ლიტერატურის კურსს. შეხვედრებისას ყურადღება დაეთმობა ლიტერატურული ტექსტების სიღრმისეულ ანალიზს, ლიტერატურული პროცესებისა და ტენდენციების მიმოხილვას.

ლევან ბერძენიშვილის სახელოსნო - "მიახლოება ლიტერატურასთან: თორმეტი შეხვედრა - თორმეტი წიგნი".

კურსის განმავლობაში ჩატარდება 12 ორსაათიანი შეხვედრა.

სალექციო მასალა:

 ჰომეროსის "ილიადა";
 სერვანტესის "დონ კიხოტი";
 იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი";
 სტენდალის (ანრი ბეილის) "წითელი და შავი";
 ონორე დე ბალზაკის "მამა გორიო";
 ჩარლზ დიკენსის "დევიდ კოპერფილდი";
 ფიოდორ დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები";
 ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა";
 თომას მანის "ჯადოსნური მთა";
 ჯეიმზ ჯოისის "ულისე";
 ფრანც კაფკას "პროცესი";
 უილიამ კატბერ ფოლკნერის "ხმაური და მძვინვარება".

სალექციო მასალის წინასწარ წაკითხვა არ არის სავალდებულო.

კურსის ფარგლებში, მონაწილეები რჩეულ წიგნზე ნაშრომს დაწერენ, რომელზე ინსტრუქციასაც მოგვიანებით მიიღებენ.
ხანგრძლივობა: 24 საათი.
შეხვედრები ჩატარდება 7-დან 9 საათამდე.

იხილეთ ლევან ბერძენიშვილის ღია გაკვეთილი

ლევან ბერძენიშვილის სახელოსნოს მხარდამჭერია http://www.lit.ge საუკეთესო მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა იოტა რიდერი
ტრენინგის ღირებულება: 390 ლარი; 50 ლარი წინასწარი გადახდით (რეგისტრაციის საფასური). იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას თქვენი სურვილით გააუქმებთ, რეგისტრაციის თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.

იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ რეგისტრაცია, აპლიკაციის შევსებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა დაფაროთ რეგისტრაციის საფასური - 50 ლარი, რომელიც გამოაკლდება ტრენინგის საერთო ღირებულებას. გთხოვთ, რეგისტრაციის საფასური გადაიხადოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

შპს "კავკასიის უნივერსიტეტი"
ბანკი რესპუბლიკა
ანგარიშის ნომერი: GE59BR0000003608015916
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, "ლევან ბერძენიშვილის სახელოსნოს" რეგისტრაციის გადასახადი.

დამატებითი ფასდაკლება ვრცელდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის!

კურსზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, 25 თებერვლამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
მისამართი: კოსტავას ქ. 77, თბილისი, 0175
ტელ: (+995 32) 2 377777 (216)
ელ-ფოსტა: trainingcenter@cu.edu.ge

ბანერები