ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კორპორატიული გაყიდვების კოორდინატორის ვაკანსია სს ,,საქართველოს ბანკში”

სს ,,საქართველოს ბანკი” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე, ფილიალების ქსელში არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მართვის დეპარტამენტის გაყიდვების სამსახურში.

ძირითადი მოვალეობები:
•    სამიზნე კორპორატიული სეგმენტის განსაზღვრა, მონაცემთა ბაზების ფორმირება და რეგულარული განახლება, სერვისცენტრების მენეჯერებთან და კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობის მეშვეობით;
•    პრეზენტაციების დაგეგმვა ორგანიზაციების მმართველ რგოლთან ორგანიზაციების მომსახურე ბანკირების მეშვეობით;
•    საცალო საოპერაციო და სადეპოზიტო პროდუქტების შესახებ საპრეზენტაციო მასალების დამუშავება, გაყიდვებისათვის ვიზუალურად ეფექტური საშუალებების გამოყენებით, მასალების მუდმივი განახლება, პრეზენტაციების ჩატარება ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის;
•    სახელფასო პროგრამების მართვა:
1.    შეთავაზებების მომზადება: სახელფასო პროგრამით გათვალისწინებული სერვისებისთვის საკომისიო განაკვეთების განსაზღვრა, სამიზნე ორგანიზაციის თანამშრომელთათვის მათი სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა რაოდენობის, ორგანიზაციის ანგარიშზე ბრუნვების და ორგანიზაციის მნიშვნელობის დეტალური შესწავლის შედეგად;
2.    სახელფასო პროგრამით გათვალისწინებული საკომისიო განაკვეთების შეთანხმება ბანკის შესაბამის სამსახურებთან;
3.    სახელფასო პროგრამების პრეზენტაციების დაგეგმვა ორგანიზაციების მომსახურე ბანკირების მეშვეობით და ჩატარება შესაბამისი ორგანიზაციების თანამშრომლებთან;
4.    ორგანიზაციებთან სახელფასო პროგრამების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, პროცესის მომსახურების გადაცემა სახელფასო პროგრამების კოორდინატორისათვის;
•    შესაბამისი პერსონალის ეფექტური მხარდაჭერა კორპორატიული საცალო პროდუქტების რეალიზაციის დროს წარმოქნილი შეფერხებების მოგვარებისას, სხვა სამსახურების ჩართულობის ჩათვლით;
•    კორპორატიულ კომპანიებთან ერთობლივი პროექტების კოორდინაცია, რომელიც ითვალისწინებს მათი თანამშრომლებისთვის მასიურად კონკრეტული საოპერაცო მომსახურების გაწევას;
•    შესაბამის სარეკლამო მასალებზე მოთხოვნების მიწოდება ბრენდის მართვის დეპარტამენტისათვის;
•    პერიოდულად წინადადებების მომზადება საოპერაციო, დისტანციური, სადეპოზიტო, საბარათე პროდუქტების ახლის ან არსებულის რედიაზინთან, ასევე პროცედურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;
•    გაყიდვების ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა მიზნობრივი აუდიტორიისათვის.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    განათლება: უმაღლესი, სასურველია მარკეტინგის სფეროში;
•    სამუშაო გამოცდილება: გაყიდვების მართვის მიმართულებით მინ. 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე.

სავალდებულო ცოდნა და უნარები:
•    გაყიდვების მართვის, გაყიდვების ტექნიკების ცოდნა;
•    მარკეტინგის და მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
•    მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
•    პრეზენტაციების წარმოების, პროექტის მართვის, ტრენინგების ჩატარების ცოდნა და უნარები;
•    საოფისე პროგრამების ცოდნა, MS PowerPoint - ძალიან კარგად;
•    უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კარგად;
•    გაყიდვების უნარი;
•    კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები (როგორც წერითი, ასევე ზეპირი);
•    სამუშაო დროის დაგეგმვის და ეფექტურად განაწილების უნარი;
•    ანალიზის, ლოგიკური აზროვნების უნარი;
•    აუდიტორიასთან მუშაობის, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
•    ლიდერული უნარები, მოტივაციის უნარი;
•    ინოვაციურობა; სტრატეგიული, კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნება; ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
•    ორგანიზებულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, ინიციატივიანობა, ენერგიულობა, თავაზიანობა; საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნოთ რეზიუმე და/ან საქართველოს ბანკის სააპლიკაციო ფორმა ელექტრონული ფოსტით მისამართზე 2011 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების  განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები