კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია შ.პ.ს. "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსიში”
შ.პ.ს. "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი", "პეგასუსის ავიახაზების" გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი, აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
• ორგანიზებული მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• პრეზენტაციების ორგანიზების უნარი;
• კორპორაციული მომხმარებლების მოზიდვის უნარი;
• მომსახურების გაწევა კორპორაციული მომხმარებლებისთვის;
• ინგლისური ენის ცოდნა (უმაღლესი დონე);
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე;
• ასაკი: 23-დან 28 წლამდე.
დასაქმებული ვალდებულია:
• დაამყაროს ურთიერთობები კორპორაციულ მომხმარებლებთან;
• მოიზიდოს კორპორაციული მომხმარებლები;
• უზრუნველყოს ავიაბილეთების შესყიდვა კორპორაციული მომხმარებლებისგან;
• პრეზენტაცია გაუკეთოს კომპანიის მომსახურებას და მის პირობებს.
საჭირო საბუთები:
• CV-ი ფოტო სურათით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 11 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.