ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის სპეციალისტის ვაკანსია შ.პ.ს. "მობიტელიში"

შ.პ.ს. "მობიტელი" აცხადებს კონკურსს კორპორაციული გაყიდვების განყოფილებაში, კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის სპეციალისტის ვაკანსიაზე.

თანამდებობრივი მოვალეობები:
•    პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
•    კორპორაციული განყოფილების დამტკიცებული გეგმის შესრულება (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური);
•    არსებული სააბონენტო ბაზის განვითარება;
•    ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    გაყიდვების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
•    ქართული ენის (წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (წერითი, სასაუბრო);
•    კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint, Microsoft Project, Visio).

საჭირო თვისებები:
•    კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა;
•    დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
•    კლიენტებთან მუშაობის უნარი;
•    ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 10 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები