ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონსულტანტისა და პროგრამიტის ვაკანსია მაღაზია

ჭავჭავაძის 19-ში 2010 წლის 20 მაისს იხსნება მაღაზია "iPhone+"-ის ფილიალი, სადაც ძირითადად გაიყიდება აიფოუნები და კომპიუტერები. მაღაზიაში დამატებით გვესაჭიროება 3 კონსულტანტი და 3 პროგრამისტი. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე დღიან მომზადებას კომპანიის სხვა ფილიალში.

მოთხოვნები კონსულტანტებისთვის:

·         კომუნიკაბელურობა;

·         ინგლისურის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

·         ასაკი: 17-27 წ;

·        უპირატესობა მიენიჭება მამრობითი სქესის კანდიდატებს.

ანაზღაურება: დღეში 10 ლარი მოჭრილად, პლუს % ნავაჭრიდან (საშუალო შემოსავალი დღეში 15-25 ლარი).
გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე.

მოთხოვნები პროგრამისტებისთვის:

·         კომპიუტერის და კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (თამაშების ცოდნა არ იგულისხმება);

·         ინგლისურის კომპიუტერის დონეზე საუკეთესო ცოდნა;

·         უნდა იყოს პუნქტუალური და კომუნიკაბელური.

მოვალეობა: მაკინტოშის სისტემის კომპიუტერების და მობილური ტელეფონების, კერძოდ iPhone-ის, დაპროგრამება.

ანაზღაურება: % შემოსავლიდან (საშუალო შემოსავალი დღეში 15-30 ლარი).

გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე.

საჭირო საბუთები: CV ფოტოსურათით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 6 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმებისა, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: (8 32) 29 47 11

 

ბანერები