ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონსულტანტის ვაკანსია ჰიპერმარკეტ გალაქსიში

ჰიპერმარკეტი "გალაქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის სრულ განაკვეთიან პოზიციაზე.

 ძირითადი მოვალეობები:


•    ჰიპერმარკეტში შემოსულ მომხმარებლებთან გასაუბრება, პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა;
•    მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქტზე და გამოყენების წესებზე.
•    საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში ან თანამშრომელთან.

 სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    განათლება: უმაღლესი; სასურველია მარკეტინგის, ეკონომიკის, საბანკო სფეროში;
•    სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.

 აუცილებელი ცოდნა და უნარები:


•    მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
•    ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
•    ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
•    ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
•    შესრულების სისწრაფე; ყურადღება დეტალების მიმართ; ლოგიკური აზროვნება; ორგანიზებულობა; კარგი მეხსიერება; პრეზენტაბელური გარეგნობა.

CV -ს ფოტო სურათით გაგზავნის ბოლო ვადააა 2012 წლის 26 თებერვალი.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტი".

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები