კონსულტანტის ვაკანსია ავერსი-გეოფარმაში
შპს "ავერსი-გეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტის პოზიციაზე.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
• სასურველია მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში (პარაფარმაცია, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება);
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება, პრეზენტაციის უნარი;
• პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით ან წარადგინოთ შემდეგი საბუთები 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე:
• ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
• დიპლომის ასლი;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• სარეკომენდაციო წერილები.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 12 მარტი.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.