კონსულტანტ-გამყიდველის ვაკანსია წიგნების მაღაზიათა ქსელში "ბიბლუსი"
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
• 20-დან 30 წლამდე ასაკის ქალბატონი;
• გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
• კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
• დახვეწილი მეტყველება.
ხელფასი: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-19:00, სრული (კვირაში 6 დღე).
ძირითადი მოვალეობები:
• მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
• ორიენტირებული იყოს მაღაზიების რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
• მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში;
• კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი, მარკირება და დახარისხება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 27 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.