ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონსულტანტ-გამყიდველის ვაკანსია მაღაზია "iPhone+"

მაღაზია "iPhone+" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    სქესი: მამრობითი;
•    ასაკი: 18-დან 25 წლამდე;
•    პუნქტუალურობა;
•    კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
•    ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა;
•    პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო უნარები;
•    სწორმეტყველება;
•    საქმის ადვილად ათვისების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: დილის 10-დან საღამოს 9 საათამდე, კვირაში 6 დღე. კვირაში ერთი დღე დასვენება (დღის შერჩევა თავისუფალია). შესვენება დღეში ნახევარი საათი.

ანაზღაურება:
•    თვეში საშუალოდ 500-600 ლარი (დღეში 10 ლარი ფიქსირებული, პლუს გამომუშავებითი ბონუსი).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 5 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

CV შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართზე: iphone.tbilisi@gmail.com ან მოიტანოთ მაღაზიაში "iPhone+", მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #19.

ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება.

ბანერები