ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონსულტანტ-გამყიდველი - ქუთაისი

დასახელება: კონსულტანტ-გამყიდველი - ქუთაისი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი - ორგანიზაციის გვერდი

გამოქვეყნდა: 3 აგვ / ბოლო ვადა: 25 აგვ.

"ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს 1996 წლიდან. კომპანიის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ტელევიზორების, აუდიო და ვიდეო ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მობილური ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

 თანამდებობის დასახელება: კონსულტანტი

 სამუშაო ადგილი: ქუთაისი
 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 ფუნქცია-მოვალეობები:
•    კლიენტების მოზიდვა;
•    პროდუქციის გაყიდვა;
•    კლიენტების მომსახურება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    სასურველია ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული.
•    ტექნიკის სფეროში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 პიროვნული თვისებები:

•    კომუნიკაბელური;
•    მოტივირებული;
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობისა და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@elitelectronics.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 25 აგვისტო, 2012 წ.

ბანერები