ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგ-კურსს პრეზენტაციის უნარები

ტრენინგის ჩატარების დრო: 11-12 ოქტომბერი, 2011 წელი, 10:00- 17:00 სთ.
კურსის ღირებულება - 90 ლარი.

კურსის სასწავლო მიზნები:

•    გაიუმჯობესოთ პრეზენტაციის უნარები;
•    შეძლოთ სტრუქტურირებული პრეზენტაციის მომზადება;
•    შეძლოთ სხვის მიერ ჩატარებული პრეზენტაციის შეფასება;
•    შეძლოთ  საკუთარი პრეზენტაციის თვითშეფასება.

კურსის ძირითადი თემები:

•    პრეზენტაციისთვის მზადება და სტრუქტურა;
•    საუბრის მთლიანი სტრუქტურა;
•    შეკითხვების მიღება და პასუხის  გაცემა;
•    რჩევები წარმატებული პრეზენტატორისთვის;
•    გეგმა პრეზენტაციის მოსამზადებლად;
•    პრეზენტაციის შეფასების ჩარჩო.

კურსი განკუთვნილია:
•    კურსი საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც ხშირად ან პერიოდულად უწევს  საზოგადოების წინაშე წარდგენა  არასამთავრობო, საზოგადოებრივ ან ბიზნეს სექტორში;
•    ხელმძღვანელებისთვის, ტრენერებისთვის, შეხვედრების ფასილიტატორებისათვის ან მოდერატორებისათვის, ვისაც სურს დახვეწოს საკუთარი უნარ-ჩვევები, წარმატებულად ჩაატაროს სტრუქტურირებული პრეზენტაცია.

ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს CTC-ის კურსზე დასწრების სერტიფიკატს, სამახსოვრო ჯგუფურ ფოტოს და კურსის მონაწილეთა სიას.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219, ტელ.: 229 47 11.

ბანერები