კონკურსსი ადმინისტრაციის სტაჟიორის პოზიციაზე
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის სტაჟიორის პოზიციაზე.თანამდებობრივი სარგო: 400 ლარი ადგილების რაოდენობა: 2 გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
* კორესპონდენციების განხილვა და პასუხის პროექტების მომზადება;
* მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა;
* ადმინისტრაციის კომპეტენციაში შემავალი ანგარიშების მომზადების ხელშეწყობა;
* სხვადასხვა უწყების მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან საჭირო მასალების გამოთხოვა, შეკრება/სისტემატიზაცია;
* სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* განათლება - იურიდიული ფაკულტეტის მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი;
* ინგლისური ენა - ძალიან კარგად;
* სახელმწიფო ენაზე გამართულად წერის უნარი;
* დროის ეფექტური მართვის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
კომპიუტერული პროგრამები:
* Microsoft Office Word ძალიან კარგი
* Microsoft Office Excel კარგი
*Microsoft Office Outlook ძალიან კარგი
* Microsoft PowerPoint კარგი
საკონკურსო თემატიკა:
* საქართველოს კონსტიტუცია;
* "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;
* საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
* საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
* საქართველოს კანონი "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
* საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ";
* საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
* "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გაიარეთ რეგისტრაცია და შეავსეთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge/ 4 ივლისის ჩათვლით. მიუთითიეთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა - ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.